Sunday, July 12, 2015

შეფასების რუბრიკა

პრობლემის გააზრება       3 ქ.
პრობლემა ღრმადაა გააზრებული 3ქ.
პრობლემა კარგადაა გააზრებული 2ქ.
პრობლემა ნაწილობრივაა გააზრებული 1ქ.
პრობლემა გააზრებული არაა 0ქ. (ნაწერი აღარ სწორდება)
ტექსტის აგება  2ქ.
შესრულებულია ყველა მითითება, მონაკვეთები ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, გამოყოფილია აბზაცები  2ქ.
შესრულებულია ორი მითითება, მონაკვეთები ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, ერთ შემთხვევაში არაა გამოყოფილი აბზაცი   1ქ.
შესრულებულია ერთი მითითება,  ერთ შემთხვევაში დარღვეულია მონაკვეთთა ლოგიკური თანმიმდევრობა, ერთ შემთხვევაში არაა გამოყოფილი აბზაცი 0ქ.
შემოქმედებითობა, ზოგადი განათლება 2ქ.
გამოვლინდა ორიგინალური აზროვნება და ზოგადი განათლება  2ქ.
ნაწილობრივ გამოვლინდა ზოგადი განათლება და ორიგინალური აზროვნება 1ქ.
გამოვლინდა ერთ-ერთი უნარი ნაწილობრივ, მეორე - არა    0ქ.
 
                                  
სტილისტური მხარე 1ქ.
არ არის ამ ტიპის ორზე მეტი ხარვეზი 1ქ.
არის ამ სამი ტიპის და მეტი შეცდომა 0ქ.
მორფოლოგია-ორთოგრაფია, სინტაქსი 1ქ.
არ არის ამ ტიპის 5-ზე მეტი შეცდომა  1ქ.
არის 6 და მეტი შეცდომა   0ქ.
პუნქტუაცია    1ქ.
არ არის ამ ტიპის 6-ზე მეტი შეცდომა 1ქ.
არის ამ ტიპის 7 და მეტი შეცდომა

Friday, July 10, 2015

პროექტის გეგმა "ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის"

1. პროექტის სახელწოდება: "ბიბლიოთეკა "უმცროსკლასელთათვის"
2. მთავარი თემა/ იდეა: კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების შერჩევა უმცროსკლასელთათვის
3. პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით აქტუალურია მოზარდებში კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება. კითხვა წიგნისა თუ კომპიუტერული ტექნილოგიების გამოყენებით აუცილებელია მხატვრული, კრიტიკული აზროვნების; შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების გასავითარებლად. ასევე მნიშვნელოვანია წაკითხული ტექსტების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ კითხვის ხარისხი.  პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, არამარტო წაიკითხონ, არამედ სხვასაც ურჩიონ, დააინტერესონ შერჩეული ტექსტებით.
4. მიზნები: მოსწავლემ უნდა შეძლოს: ტექსტის გააზრება-გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება; სადავო ან პრობლემურ საკითხებზე თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; დეტალური ინფორმაციის წერილობით გადმოცემა; ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა; ისტ-ის გამოყენება, დეკლამაციის უნარის განვითარება.
5.  ესგ შესაბამისობა: IX.5, IX.6, IX. 9, IX. 10, IX. 11
6. მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი
7. პროექტის ვადები: 20 დეკემბრიდან  24 აპრილამდე
8. პროექტის მსვლელობა: აქტ. I - შეკრება პროექტის გაცნობისათვის  20 დეკ.
ა) პროექტის იდეის, მიზნის, შედეგების გაცნობა ბ) შეფასების რუბრიკების გაცნობა გ) ჯგუფებად დაყოფა
  აქტ.II - სამუშაო შეხვედრები   25 იანვრიდან 1-ლ აპრილამდე
ა) მომზადებული ტექსტების მოსმენა ბ) დაცვა გ) "საბჭოს" დასკვნის მოსმენა დ) შეფასება
აქტ.III- მომზადებული ტექსტების გამოფენა   1-ლი აპრილიდან 20 აპრილამდე
ა) "სარედაქციო კოლეგიის" სხდომა ბ) სტენდის მოწყობა გ) ელ.წიგნის მომზადება დ)შეფასება        20– 22 აპრილი
აქტ.IV- წიგნის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციის მოწყობა: ვკითხულობთ უმცროსკლასელთათვის.          23 აპრილი
აქტ.V- მოსწავლეთა ურთიერთშეფასებისა და შეფასების განხილვა
9. პროექტის შედეგები/ პროდუქტი:მოსწავლე შეარჩევს, დაბეჭდავს, დაურთავს ილუსტრაციებს, ანოტაციას; დაწერს რეცენზიასა და სარეკლამო ტექსტს. დაასაბუთებს არჩევანს დისკუსია– კამათის სტრატეგიების გამოყენებით. მოეწყობა გამოფენა, მომზადდება ელ.წიგნი " საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია"
10. პროექტის რესურსები: ფორმატი 4 ცალი, თაბახის ფურცლები 100 ცალი, ფერადი ფანქრები  და ფლომასტერები 2-2, მარკერი 5 ცალი, ტუშის კალმები 5 ცალი, ჭიკარტები 1 შეკვრა, კომპიუტერი, სკანერი.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შ. ლეჟავა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorena.lezhava.1972@gmail.com



Thursday, July 9, 2015

გაკვეთილის გეგმა: ა.წერეთლის " ჩემი თავგადასავალი"


ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
VI
მოსწავლეთა რაოდენობა
25 (სსსმ კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა
ა.წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“  ტექსტის შეჯამება
შესაბამისობა ესგ ინდიკატორებთან
VI 1. VI 2. VI 7
გაკვეთილის მიზანი
პრეზენტაციისათვის საჭირო და ტექსტის გააზრებისათვის საჭირო უნარების განვითარება
გაკვეთილის თანმიმდევრობა
აქტ.I ორგანიზაციული საკითხები     1წთ.
აქტ.II გაკვეთილის თემის, მიზნის, შესასრულებელ აქტივობათა გაცნობა პროექტორის საშუალებით       2 წთ.
აქტ. III ჯგუფური მუშაობა- ასოციაციური  რუკები: „ძიძასთან სავანეში“, „აკაკის მშობლები“, „სასახლეში“, გიმნაზიაში“, „აკაკის პედაგოგები“      10 წთ. 
აქტ.IV ნამუშევრების პრეზენტაცია  15 წთ.
აქტ. V „რითმებთან ჭიდილი“ - ამოვიცნოთ სარითმო ცალისა და კონტექსტის მეშვეობით დაფარული სიტყვა სტროფებში   4 წთ.
აქტ. VI ვუპასუხოთ შეკითხვებს- კონკურსი „ბლიცი“    7წთ.
აქტ. VII მცირე ლექცია აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე  3წთ.
აქტ. VIII შეფასება       2წთ.
აქტ. IX  საშინაო დავალება: მოვიძიოთ ინტერნეტში ინფორმაცია აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოვემზადოთ სასკოლო პრეზენტაციისათვის ესგ VI.   12

გაკვეთილის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია სხვისი ნათქვამის პარაფრაზის გამოყენება; გარკვევით, თანმიმდევრული საუბარი; მნიშვნელოვანი ეპიზოდების, გამონათქვამების დასახელება-ინტერპრეტირება; პერსონაჟის ქმედების შეფასება
რესურსები
თაბახის ფურცლები 10 ცალი, დაფა, ცარცი, ტაბულები შეფასების რუბრიკებით, პროექტორი