1. პროექტის სახელწოდება: "ბიბლიოთეკა "უმცროსკლასელთათვის"
2. მთავარი თემა/ იდეა: კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების შერჩევა უმცროსკლასელთათვის
3. პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით აქტუალურია მოზარდებში კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება. კითხვა წიგნისა თუ კომპიუტერული ტექნილოგიების გამოყენებით აუცილებელია მხატვრული, კრიტიკული აზროვნების; შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების გასავითარებლად. ასევე მნიშვნელოვანია წაკითხული ტექსტების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ კითხვის ხარისხი. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, არამარტო წაიკითხონ, არამედ სხვასაც ურჩიონ, დააინტერესონ შერჩეული ტექსტებით.
4. მიზნები: მოსწავლემ უნდა შეძლოს: ტექსტის გააზრება-გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება; სადავო ან პრობლემურ საკითხებზე თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; დეტალური ინფორმაციის წერილობით გადმოცემა; ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა; ისტ-ის გამოყენება, დეკლამაციის უნარის განვითარება.
5. ესგ შესაბამისობა: IX.5, IX.6, IX. 9, IX. 10, IX. 11
6. მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი
7. პროექტის ვადები: 20 დეკემბრიდან 24 აპრილამდე
8. პროექტის მსვლელობა: აქტ. I - შეკრება პროექტის გაცნობისათვის 20 დეკ.
ა) პროექტის იდეის, მიზნის, შედეგების გაცნობა ბ) შეფასების რუბრიკების გაცნობა გ) ჯგუფებად დაყოფა
აქტ.II - სამუშაო შეხვედრები 25 იანვრიდან 1-ლ აპრილამდე
ა) მომზადებული ტექსტების მოსმენა ბ) დაცვა გ) "საბჭოს" დასკვნის მოსმენა დ) შეფასება
აქტ.III- მომზადებული ტექსტების გამოფენა 1-ლი აპრილიდან 20 აპრილამდე
ა) "სარედაქციო კოლეგიის" სხდომა ბ) სტენდის მოწყობა გ) ელ.წიგნის მომზადება დ)შეფასება 20– 22 აპრილი
აქტ.IV- წიგნის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციის მოწყობა: ვკითხულობთ უმცროსკლასელთათვის. 23 აპრილი
აქტ.V- მოსწავლეთა ურთიერთშეფასებისა და შეფასების განხილვა
9. პროექტის შედეგები/ პროდუქტი:მოსწავლე შეარჩევს, დაბეჭდავს, დაურთავს ილუსტრაციებს, ანოტაციას; დაწერს რეცენზიასა და სარეკლამო ტექსტს. დაასაბუთებს არჩევანს დისკუსია– კამათის სტრატეგიების გამოყენებით. მოეწყობა გამოფენა, მომზადდება ელ.წიგნი " საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია"
10. პროექტის რესურსები: ფორმატი 4 ცალი, თაბახის ფურცლები 100 ცალი, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები 2-2, მარკერი 5 ცალი, ტუშის კალმები 5 ცალი, ჭიკარტები 1 შეკვრა, კომპიუტერი, სკანერი.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შ. ლეჟავა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorena.lezhava.1972@gmail.com
No comments:
Post a Comment