Thursday, July 9, 2015

გაკვეთილის გეგმა: ა.წერეთლის " ჩემი თავგადასავალი"


ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
VI
მოსწავლეთა რაოდენობა
25 (სსსმ კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა
ა.წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“  ტექსტის შეჯამება
შესაბამისობა ესგ ინდიკატორებთან
VI 1. VI 2. VI 7
გაკვეთილის მიზანი
პრეზენტაციისათვის საჭირო და ტექსტის გააზრებისათვის საჭირო უნარების განვითარება
გაკვეთილის თანმიმდევრობა
აქტ.I ორგანიზაციული საკითხები     1წთ.
აქტ.II გაკვეთილის თემის, მიზნის, შესასრულებელ აქტივობათა გაცნობა პროექტორის საშუალებით       2 წთ.
აქტ. III ჯგუფური მუშაობა- ასოციაციური  რუკები: „ძიძასთან სავანეში“, „აკაკის მშობლები“, „სასახლეში“, გიმნაზიაში“, „აკაკის პედაგოგები“      10 წთ. 
აქტ.IV ნამუშევრების პრეზენტაცია  15 წთ.
აქტ. V „რითმებთან ჭიდილი“ - ამოვიცნოთ სარითმო ცალისა და კონტექსტის მეშვეობით დაფარული სიტყვა სტროფებში   4 წთ.
აქტ. VI ვუპასუხოთ შეკითხვებს- კონკურსი „ბლიცი“    7წთ.
აქტ. VII მცირე ლექცია აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე  3წთ.
აქტ. VIII შეფასება       2წთ.
აქტ. IX  საშინაო დავალება: მოვიძიოთ ინტერნეტში ინფორმაცია აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოვემზადოთ სასკოლო პრეზენტაციისათვის ესგ VI.   12

გაკვეთილის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია სხვისი ნათქვამის პარაფრაზის გამოყენება; გარკვევით, თანმიმდევრული საუბარი; მნიშვნელოვანი ეპიზოდების, გამონათქვამების დასახელება-ინტერპრეტირება; პერსონაჟის ქმედების შეფასება
რესურსები
თაბახის ფურცლები 10 ცალი, დაფა, ცარცი, ტაბულები შეფასების რუბრიკებით, პროექტორი


No comments:

Post a Comment