„ვკითხულობთ
პირველკლასელთათვის“
( პროექტის გეგმა)
1.
პროექტის
თემა/იდეა: შესაფერისი
ტექსტების შერჩევა და პირველკლასელთათვის პრეზენტაციის მოწყობა.
2.
პროექტის
აქტუალობა: დღესდღეობით აქტუალურია მოზარდთა შორის მხატვრული ლიტერატურის
კითხვის მოტივაციის ამაღლება. კითხვა წიგნისა თუ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით
აუცილებელია მხატვრული, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების
გასავითარებლად. ასევე მნიშვნელოვანია წაკითხული ტექსტების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ
კითხვის ხარისხი. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, არა მარტო წაიკითხონ კლასგარეშე
ლიტერატურა, არამედ აირჩიონ პატარებისათვის
საინტერესო ტექსტი და მოამზადონ პრეზენტაციისათვის.
3.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა შემოქმედებითი ხასიათის
აქტივობებში; კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება; მხატვრული კითხვის,
არჩევნის არგუმენტირებულად დასაბუთების, პრეზენტაციის, უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან
კომუნიკაციის, დისკუსიის უნარების განვითარება.
4.
ესგ
შესაბამისობა: IX 5, IX 8, IX 6, IX 9.
5.
მოსწავლეთა
ასაკი: 14 წელი
6.
პროექტის
ვადები:
2014 წლის 8 ოქტომბრიდან
16 დეკემბრამდე
7.
პროექტის
მსვლელობა: პირველი შეხვედრა – მოსწავლეთათვის პროექტის იდეის,
მიზნების, შედეგების, შეფასების რუბრიკების მონახაზის გაცნობა; ჯგუფების დაკომპლექტება:
„ჟურნალისტები“, „ ორგანიზატორები“, „ლიტერატორები“, „კრიტიკოსები“, „მსახიობები“,
„ფოტოგრაფები“. 8 ოქტომბერი
მეორე შეხვედრა – პირველი კლასის
დამრიგებელსა და მოსწავლეებთან ინტერვიუს შედეგების მოსმენა, ორგანიზატორების მიერ შედგენილი
გეგმისა და საჭირო რესურსების ჩამონათვალის
გაცნობა 11 ოქტომბერი
მესამე შეხვედრა– ლიტერატორების მიერ შერჩეული ტექსტების მოსმენა 14
ოქტომბერი
მეოთხე შეხვედრა – კრიტიკოსების მიერ
დასკვნების წარმოდგენა, ლიტერატორების მიერ ახლად შერჩეული ტექსტების მოსმენა
17 ოქტომბერი
მეხუთე შეხვედრა – კრიტიკოსების მოსმენა
და საპრეზენტაციო ტექსტების არჩევა 20 ოქტომბერი
მეექვსე შეხვედრა – მსახიობების მოსმენა–შერჩევა და პრეზენტაციების დაგეგმვა 22 ოქტომბერი
პრეზენტაციების
მიმდინარეობა
24
ოქტომბერი – ლიზა ლოლაძე (ი. ევდოშვილის „მშვიდობით“, შ. მღვიმელი „გამომშვიდობება მერცხლისა“)
31
ოქტომბერი – ნინო მაღლაკელიძე (ძმები გრიმები „ბრემენელი მუსიკოსები“)
7
ნოემბერი – ელენე მაჩიტიძე ( ჰანს კრისტიან ანდერსენი
„გოგონა ასანთით“)
14
ნოემბერი – ცისია ცერცვაძე (რუსული ხალხური ზღაპარი „თიხის ბიჭი“)
21
ნოემბერი –ლიკა გამრეკელაშვილი ( ბირმული ხალხური ზღაპარი „შვიდი ძმა“ )
5
დეკემბერი – ელენე მაჩიტიძე (ჰანს კრისტიან ანდერსენი „წითელი
ქათამი“)
12
დეკემბერი – სოფიო სებისკვერაძე (ნინო
ეთერია “ტყიდან მოტანილი
ნაძვი“)
მეშვიდე შეხვედრა – პროექტის შეჯამება,
მონაწილეთა შეფასება 16 დეკემბერი
8.
პროექტის
შედეგები: მოსწავლეები შეარჩევენ ტექსტს, შეადგენენ კითხვებს
აუდიტორიისათვის, მოამზადებენ ანოტაციას, დაასაბუთებენ არჩევანს დისკუსია–კამათის გზით,
წარმოადგენენ შერჩეულ ტექსტს პირველკლასელებთან, მომზადდება პრეზენტაციის ამსახველი
კედლის გაზეთი, დაწერენ შთაბეჭდილებას, შეავსებენ მონაწილის ფურცელს. მოსწავლეები განივითარებენ
დისკუსიის, პრეზენტაციის, მხატვრული კითხვის,აზრის წერილობით ჩამოყალიბების, მხატვრული
ტექსტის ანალიზის უნარებს.
9.
პროექტის რესურსები : ფორმატი 3 ცალი,
თაბახის ფურცლები 40 ცალი, მარკერი 3 ცალი, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები 1–1
, წებო 1 ცალი, ჭიკარტები 1 შეკვრა, ფოტოაპარატი
10. პროექტის ხელმძღვანელი:
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა
ლეჟავა
11. პროექტის მონაწილეები:
სსიპ ქ. ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის IX ბ
კლასის მოსწავლეები
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
shorena.lezhava.1972@gmail.com
შეფასების რუბრიკები
ჯგუფის მუშაობის
შეფასება
|
კარგი
6–7 ქულა
|
საშუალო
4–5ქულა
|
დამაკმაყოფილებელი
2–3 ქულა
|
არადამაკმაყოფილებელი
0–1 ქულა
|
შესრულებული სამუშაოს ხარისხი
|
დავალების ყველა პუნქტი შესრულებულია მაღალი ხარისხით
|
დავალების ყველა პუნქტი შესრულებულია, მაგრამ ჩნდება კითხვები, შენიშვნები
|
დავალების ნაწილი შეუსრულებელია, ნაწილი კარგადაა შესრულებული
|
დავალება მთლიანობაში არასათანადოდაა გაგებული და შესრულებული
|
თანამშრომლობა ჯგუფში
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურია 2
ქულა
|
ჯგუფის ნაწილი სისტემატურად აქტიურია 1 ქულა
|
ჯგუფში აქტიურობს მხოლოდ ორი მოსწავლე 0 ქულა
|
|
დროის გამოყენება
|
მიცემული დავალება დათქმულ დროში სრულდება 1 ქულა
|
დავალება არ სრულდება დათქმულ დროში 0 ქულა
|
|
|
პრეზენტატორის
შეფასება
კარგი
9–10 ქულა
|
საშუალო
7–8 ქულა
|
დამაკმაყოფილებელი
5–6 ქულა
|
არადამაკმაყოფილებელი
4–5 ქულა
|
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს
მხატვრულად, ამომწურავად პასუხობს და სვამს კითხვებს, იყენებს ილუსტრაციებს, შესაბამის
ფრაზებს აუდიტორიის დაინტერესებისათვის
|
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს
მხატვრულად, პასუხობს კითხვებს, იოლად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, სვამს კითხვებს
|
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს
მკაფიოდ, გარკვევით,
პასუხობს და სვამს კითხვებს, იყენებს
აუდიტორიასთან კონტაქტის არავერბალურ ხერხებს
|
პრეზენტატორი ტექსტს კითხულობს
გარკვევით, პასუხობს აუდიტორიის კითხვებს
ნაწილობრივ
|
პროექტის შეჯამება
პროექტმა „ვკითხულობთ უმცროსკლასელთათვის“ კლასში
დიდი ინტერესი გამოიწვია, ჯგუფები დაკომპლექტდა მოსწავლეთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით,
შეხვედრების გრაფიკი, თითოეული შეკრების გეგმა და საჭირო რესურსების სია „ორგანიზატორებმა“
შეიმუშავეს. ჯგუფებმა ხარისხიანად
მითითებულ დროში შეასრულეს დავალებები.
„ჟურნალისტებმა“ შეადგინეს ინტერვიუს კითხვები I ბ კლასის დამრიგებლის, ე.ბარათაშვილისა
და ამავე კლასის მოსწავლეებისათვის. კლასის დამრიგებელმა მოიწონა ეს ინიციატივა, გააცნო პატარებთან მუშაობის თავისებურებები და ურჩია, პრეზენტაციისათვის განესაზღვრათ
10–12 წუთი, რადგან პირველკლასელები მალე იღლებიან და ყურადღებაც ეფანტებათ. მათ მოსწონთ
იოლად დასამახსოვრებელი, სახალისო ამბები, უყვართ ლამაზი ილუსტრაციები. კითხვებიც მათთვის
გასაგები სიტყვებით უნდა ჩამოყალიბდეს.
პატარების
გამოკითხვამ უჩვენა, რომ ყველაზე მეტად ზღაპრები უყვართ, მოსწონთ ამბები შინაურ ცხოველებსა
და ფრინველებზე. „ლიტერატორებმა“ და „კრიტიკოსებმა“ გაითვალისწინეს „ჟურნალისტების“
პრეზენტაცია და ნაწარმოებთა მოძიება–შეფასება ამ კუთხით წარმართეს. არჩეული ტექსტები
ორჯერ მოისმინეს შეკრებაზე, შეირჩა მათგან 9 ნაწარმოები, რომელთა მომზადება პატარებთან
პრეზენტაციისათვის დაევალათ „მსახიობებს“.
ტექსტის მოსმენის შემდეგ დასასმელი კითხვები „ლიტერატორებმა“ შეადგინეს.
ჩატარდა
8 შეხვედრა პირველკლასელებთან, პრეზენტაციებმა წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს „მონაწილის
ფურცელზე“ დატანილი ინფორმაცია. პროექტი პირველკლასელთათვის მოსმენის, არსებული ცოდნის გამომჟღავნების, კითხვებზე გამართულად,
ლოგიკურად პასუხის უნარების განმავითარებელიც გამოდგა. პატარებმა მოსმენილის შესახებ
ილუსტრაციებიც დახატეს ხელოვნების გაკვეთილზე, რომლებიც გადაღებულ ფოტოებთან ერთად
კედლის გაზეთზე განთავსდა.
ამდენად,
მოცემული პროექტი შედეგიანი აღმოჩნდა ორივე კლასის მოსწავლეთათვის, იოლად მოერგო მათს
ინტერესებს, შესაბამისობაშია ესგ ინდიკატორებთან.
პროექტის ამოცანები–– გამოეწვია ინტერესი კლასგარეშე ლიტერატურისადმი, აემაღლებინა
კითხვის ხარისხი, გაეუმჯობესებინა ჯგუფში მუშაობისა და უცხო აუდიტორიასთან ურთიერთობის
უნარი–– წარმატებით გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ყველა პრეზენტატორმა გამოთქვა სურვილი,
მომავალში პედაგოგიურ განათლებაზე იფიქროს, რადგან პატარებთან გატარებული წუთები მასწავლებლის
ამპლუაში ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კლასში გაჩნდა იდეა, მომზადდეს ამ ტიპის პროექტები:“
ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის“ და „ ვთარგმნით პატარებისათვის“.
სსიპ
ქ.ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
შორენა ლეჟავა
No comments:
Post a Comment