დისკუსიაზე ფოკუსირებული
დაკვირვება (გაკვეთილის გეგმა)
საგანი: ქართული ენა
და ლიტერატურა
კლასი: X -ბ
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 ( შერეული, სსსმ არ გვყავს)
გაკვეთილის თემა: „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი პერსონაჟის ქმედების ანალიზი
გაკვეთილის მიზანი: დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის, მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის
შეფასებისა და თვითშეფასების უნარების განვითარება
გაკვეთილის შედეგების
შესაბამისობა ესგ-სთან:X.-1-მოსწავლეს შეუძლია საკლასო და სასკოლო დისკუსიაში მონაწილეობის
მიღება 2-კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები 3-აუდიტორიის წინაშე მოხსენების გამოსვლისას
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება
4-მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი
მოხსენებების გაანალიზება და შეფასება
წინარე ცოდნა: მოსწავლე ირჩევს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიას;
მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად;
აანალიზებს პერსონაჟია საქციელს; აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებაში; განსაზღვრავს
პერსონაჟის პოზიციას, ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი კონფლიქტის
/ პრობლემის ინტერპრეტაციას. (X-7, 9, 10)
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
გაკვეთილის მიმდინარეობა
აქტ. 1-ლი: ორგანიზაციული
საკითხები 1წთ.
აქტ. მე-2:გაკვეთილის თემის, მიზნის გაცნობა 1წთ.
აქტ. მე-3:შერჩევა ეპიზოდებისა, რომლებიც ეფექტურია სადისკუსიოდ
-„გონებრივი იერიში“ 3წთ.
აქტ. მე-4: დისკუსიის
ორი მეთოდის „ფორუმი“, „დებატები“ გაცნობა და სამუშაო მეთოდის არჩევა 3 წთ.
აქტ. მე-5:დისკუსია, მეთოდი „დებატები“- ჯგუფური მუშაობა ( ჯგუფებს შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით მიეცათ ეპიზოდები, მოსწავლეები დაჯგუფდნენ პოზიციების მიხედვით, მოამზადეს
არგუმენტირებული მსჯელობა, აირჩიეს პრეზენტატორი) 10-12 წთ.
აქტ. მე-6: შეფასების
კრიტერიუმების გაცნობა ( სქემის დარიგება და
ინსტრუქციის მიცემა) 1წთ.
აქტ. მე-7: ნამუშევრების
პრეზენტაცია 15-18 წთ.
აქტ. მე-8: შეფასება/
თვითშეფასება
5 წთ.
აქტ. მე-9: საშინაო
დავალება: ავაგოთ არგუმენტირებული ესე „ ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა
ნედლად...“ მოცემული მითითებების მიხედვით
( X.
15,16) 1წთ.
შედეგი:მოსწავლე მსჯელობს, არგუმენტირებულად ასაბუთებს პოზიციას;
იყენებს ჯგუფთან მუშაობის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებს.
გამოყენებული რესურსი:
შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“
(სასკოლო გამოცემა), თაბახის ფურცლები 10 ცალი, მარკერი 4 ცალი, ფურცლები შეფასებისათვის,
კალმები, დაფა, ცარცი
შეფასების რუბრიკები
ჯგუფის
შეფასება
1.
აქტიურობა - 3ქ.- მაღალი
- აქტიურობს ყველა წევრი
2ქ.- საშუალო- აქტიურობს ნახევარზე მეტი
1ქ. - დაბალი - აქტიურობს 2 წევრი
2.
დროის ლიმიტი
1ქ. - ზუსტად იყენებს
დროს
0ქ. - აჭარბებს
მოცემულ დროს
3.
თანამშრომლობა
1ქ. - ჯგუფი ისმენს
ყველას აზრს; პატივს სცემს ყველას პოზიციას; ლიდერი ითვალისწინებს ჯგუფის წევრების
მოსაზრებას
0ქ. - ჯგუფი
ისმენს დომინანტი წევრის მოსაზრებას, მასვე აკისრებს ლიდერობას
მომხსენებლის
შეფასება
1.
თანმიმდევრულობა - 3ქ. - მომხსენებელი თანმიმდევრულად გადმოსცემს სათქმელს;
აუდიტორიას მკაფიოდ, დამაჯერებლად უხსნის ჯგუფის პოზიციას;
2ქ. - მომხსენებელი
გასაგებად უხსნის აუდიტორიას სათქმელს
1ქ. -
მომხსენებელი ხსნის ჯგუფის სათქმელს, მაგრამ საჭიროა სხვების დახმარება, აუდიტორიის
კითხვები
0ქ.
- მომხსენებელი ვერ უხსნის აუდიტორიას სათქმელს; ჯგუფი ცვლის ლიდერს
2.
ციტირება -
2ქ.- იყენებს რამდენიმე
ციტატას
1ქ.- იყენებს ერთ ციტატას
0ქ. - არ იყენებს საერთოდ
ციტატებს
3.
დამაჯერებელი
მსჯელობა - 3ქ. - მსჯელობა სრულად დამაჯერებელია 2ქ. - მსჯელობა ნაწილობრივ დამაჯერებელია 1ქ. - მსჯელობა ზედაპირულია 0ქ.- მსჯელობა არადამაჯერებელია
კოლეგის
შეფასება - რეფლექსია
მე-10
კლასში ჩატარდა გაკვეთილი დისკუსიის ეფექტური მეთოდის გამოყენებით ფოკუსირებული დაკვირვების
მიზნით. მასწავლებელმა დასაწყისში გააცნო მოსწავლეებს
გაკვეთილის მიზანი, შედეგი; პროვოცირების ეტაპზე გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეებმა
წარმოადგინეს სადისკუსიოდ შერჩეული მონაკვეთები; აირჩა მათგან ოთხი. მოსწავლეებმა აირჩიეს
დისკუსიის მეთოდიც. მოსაწონია, რომ თავად მოსწავლეები ირჩევენ საინტერესო საკითხსაც
და მეთოდსაც. მოსწავლეებს მიეცათ მკაფიო, კონკრეტული
ინსტრუქციები, მიეთითათ დრო.
ჯგუფური
მუშაობისას აქტიურობა იყო მაღალი, თუმცა შეინიშნებოდა ზოგიერთი წევრის პასიურობა. პედაგოგს
ვურჩევდი, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ კუთხით მოსწავლეთა ინსტრუქტირებას, ან გამოიყენოს დისკუსიის ისეთი მეთოდი, რომელიც მოითხოვს ყველა
მოსწავლის ჩართულობას.
დაკვირვებისას მოსაწონი იყო ჯგუფის წევრთა
შეთანხმებული, კორექტული მუშაობა; მსჯელობა იყო აქტიური, მოსწავლეები აყალიბებდნენ
არგუმენტებს, იშველიებდნენ ციტატებს. არ გასჭირვებიათ პრეზენტა-
ტორის
არჩევა. პედაგოგს ვურჩევდი, ყურადღება მიაქციოს
დროის ლიმიტს, შეახსენოს ჯგუფს, რა დრო დარჩა სამუშაოს დასრულებამდე.
პრეზენტაციის დროს მოსწავლეები მსჯელობდნენ
თანმიმდევრულად, გადმოსცემდნენ ჯგუფის წევრთა მოსაზრებებს, დანარჩენი მოსწავლეებიც
იყვნენ აქტიურნი, ახსენებდნენ პრეზენტატორს გამორჩენილ საკითხს. აღსანიშნავია აუდიტორიის
აქტიურობა, მოსწავლეები არ იყვნენ პასიური მსმენელნი.
მოსაწონია, რომ კლასში იყო მეგობრული, თავისუფალი,
მუშაობისთვის ეფექტური გარემო. მასწავლებელი იყო ხელისშემწყობი, არ ერეოდა მოსწავლეთა
მსჯელობაში, არ იყო მიკერძოებული, მხოლოდ აჯამებდა პრეზენტატორის მოსაზრებას დამხმარე
კითხვების საშუალებით.
პედაგოგს ვურჩევდი, საგაკვეთილო პროცესში
ხშირად ჩართოს მცირე დისკუსია, გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფენ
მოსწავლეთა სრულ ჩართულობას. მისაღებია ჩატარებულის მსგავსი გაკვეთილები, რომლებიც
მხოლოდ დისკუსიას მოიცავს.
სსიპ ქ.ზესტაფონისN 1 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო გეწაძე
საგნის
პედაგოგის რეფლექსია
ჩატარდა გაკვეთილი
ქართულ ლიტერატურაში დისკუსიის ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე ფოკუსირებული დაკვირვების
მიზნით. გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის
წევრი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრიდან ნინო გეწაძე.
წინა დღეს მოსწავლეებმა გაიხსენეს დისკუსიის
რაობა; დისკუსიისას დასაცავი წესები; მიეცათ დავალება, რომ შეერჩიათ ერთი ეპიზოდი შოთა
რუსთაველის „ ვეფხისტყაოსნიდან“, რომელზეც შეიძლებოდა განსხვავებული პოზიციის გამოთქმა;
პერსონაჟის საქციელის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით შეფასება, მოეძიებინათ
ტექსტში ორივე ვარაუდის განმამტკიცებელი ციტატები, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია.
გაკვეთილი დაიწყო ორგანიზაციული საკითხების
მოგვარებით; კლასს გავაცანი გაკვეთილის მიზანი,
მოსალოდნელი შედეგი. შემდეგ გონებრივი იერიშის გამოყენებით აირჩა ოთხი ეპიზოდი, მოსწავლეებმა
თავად შეარჩიეს დისკუსიის მეთოდიც. მიმაჩნია, რომ, უმჯობესია, მოსწავლეებმა თავად გააკეთონ
არჩევანი, რათა მეტი იყოს ინტერესი, მოტივაცია. ჯგუფი გაიყო მოსაზრების მომხრე და მოწინააღმდეგე
ნაწილებად, დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, ასევე შეფასების რუბრიკები. ყურადღებით ვაკვირდებოდი
წევრების აქტიურობას, კორექტულობას, მოსწავლეები აკონტროლებდნენ დროს.
ჯგუფმა აირჩია პრეზენტატორი, რომელსაც უნდა
წარმოედგინა საერთო, არგუმენტირებული დასაბუთება. პრეზენტაციისას უნდა გაეთვალისწინებინა
შეფასების რუბრიკის მოთხოვნები. მას აფასებდნენ სხვა ჯგუფის წევრები, ხოლო ჯგუფი აფასებდა
საკუთარ მუშაობას. აქედან გამომდინარე, მოხერხდა შეფასებაცა და თვითშეფასებაც. პარალელურად ვაფასებდი ჯგუფსაც და პრეზენტატორსაც,
მოსწავლეთა შეფასება საკმაოდ ობიექტური აღმოჩნდა.
პრეზენტაციები აღმოჩნდა საინტერესო, არგუმენტები
- დამაჯერებელი, ციტატები- შესაბამისი; მოსწავლეები პასუხობდნენ შეკითხვებს, აუდიტორია იყო აქტიური. საერთოდ, გაკვეთილზე
ურთიერთ თანამშრომლობითი, საქმიანი გარემო
შეიქმნა. გაკვეთილმა აჩვენა, რომ კლასი ინტერესით ეკიდება სიახლეს, მიცემული დავალებები
შეასრულეს ხარისხიანად. უნდა ითქვას, რომ დისკუსია მათთვის უცხო არ იყო, რადგან ხშირად
ვმართავდით საკლასო დისკუსიებს, როგორც საგაკვეთილო, ისე სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში.
დამსწრე პედაგოგმა მომაწოდა თავისი შეხედულებები,
რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვისას.
სსიპ ქ. ზესტაფონის N 1 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა
ლეჟავა
No comments:
Post a Comment